|
2023-01-07 12:37:19, 1653 ნახვა
კომენტარი
მამა ანდრია სარია - ეპისტოლედან არ ჩანს, რომ ჩვენ უკრაინის თანამოაზრე ვართ და მხარში ვუდგავართ
უკრაინა არ არის იმ მოტივით ნახსენები, რომ კონკრეტულად რამე მხარდაჭერა იყოს გამოცხადებული. ტერმინები, კარგი იქნებოდა, რომ უფრო მკაფიო ყოფილიყო და მესიჯი უფრო ღია და პირდაპირი, რადგან ეს არის რუსული აგრესია და ომი და არა უკრაინის ომი, უკრაინის ომს როცა ვუწოდებთ, უკვე არასწორი ფორმულირებაა. განაცხადა მღვდელმსახურება შეჩერებულმა მამა ანდრია სარიამ "TV პირველთან" საუბრისას საშობაო ეპისტოლესთან დაკავშირებით. მისივე თქმით, საზოგადოების აზრის ფორმირებაში დიდ როლს თამაშობს საპატრიარქო, რასაც მოწმობს იმ პოლიტიკოსთა რიგები, რომლებიც საშობაო ეპისტოლეს ესწრებოდნენ, შესაბამისად საზოგადოებაც მოელის მისგან სწორი პოზიციონირება ისმოდეს. "უკრაინა არ არის იმ მოტივით ნახსენები, რომ კონკრეტულად რამე მხარდაჭერა იყოს გამოცხადებული. ტერმინები, კარგი იქნებოდა, რომ უფრო მკაფიო ყოფილიყო და მესიჯი უფრო ღია და პირდაპირი, რადგან ეს არის რუსული აგრესია და ომი და არა უკრაინის ომი. ანუ უკრაინას არ წამოუწყია ომი ანუ უკრაინის ომს როცა ვუწოდებთ, უკვე არასწორი ფორმულირებაა. ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს, რომ საშობაო ეპისტოლეა და პოლიტიზირებული არ შეიძლება იყოს, მაგრამ სინამდვილეში ეს არის მესიჯი მშვიდობისთვის და როდესაც სამართლიანობაზეა საუბარი, ყველაზე კარგი იქნებოდა სამართლებრივი ტერმინოლოგია გვეპოვა ამ ეპისტოლეში. ანუ თანაგრძნობის, სიყვარულის, მხარში დგომის, რაც არ ჩანს ამ ეპისტოლედან, რომ ჩვენ უკრაინის თანამოაზიარე ვართ იმ ტკივილებისა უკრაინასთან ერთად. საზოგადოების აზრის ფორმირებაში ძალიან დიდი წვლილის შეტანა შეუძლია საპატრიარქოს და შექვს კიდეც, იმიტომ, რომ მთელი პოლიტიკოსების რიგიც იქ დგას, შესაბამისად, საზოგაოდებაც მოელის ანუ ჯანსაღი ნაწილი, ამ შემთხვევაში, რომ მისგან სწორი პოზიციონირება ისმოდეს და მინიმუმ სწორ გზაზე აყენებდეს საზოგადოებას" - განაცხადა მამა ანდრი საარიამ.
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
ოცნების მთავრობა: საქართველოში ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ვიზიტია დაგეგმილი
Cashback-ის და Visa-ს შეთავაზება ICR Trade-ის მაღაზიებში
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)