|
2023-01-06 09:47:32, 1591 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - პუტინს სურს, შობა უკრაინის წინსვლის შესაჩერებლად გამოიყენოს
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს სურს, რომ ე.წ. საშობაო ზავით, სულ ცოტა ხნით მაინც, აღმოსავლეთში უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა შეაჩეროს. როგორც უკრაინის ლიდერმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში თქვა, მსოფლიომ იცის, "რუსეთი ომში შესვენებას როგორ იყენებს". „ახლა უნდათ შობა საფარად გამოიყენონ, რათა ცოტა ხნით შეაჩერონ ჩვენი ბიჭების წინსვლა დონბასში და ჩვენს პოზიციებთან მიიტანონ აღჭურვილობა, საბრძოლო მასალა და მიიყვანონ მობილიზებულები. რას მოგვცემს ეს? გაზრდის დანაკარგს. მსოფლიოში ყველამ იცის, როგორ იყენებს კრემლი შესვენებას ომში, რათა განახლებული ენერგიით განაგრძოს ბრძოლა... რუსეთის ბატონები ახლა საკმაოდ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ფრონტზე დამარცხების გამო და მზად არიან, სხვადასხვა მანიპულაციისთვის", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისივე თქმით, ომის დასასრულებლად საჭიროა არა ე.წ. საშობაო ზავი, არამედ რუსი ჯარისკაცების სიმამაცე, რომ როგორმე "დაძლიონ კრემლში მყოფი ერთი ადამიანის შიში", რომელიც რუსეთს ანადგურებს. „ომის დასასრულებლად სულ სხვა რამეა საჭირო და არა საშობაო ზავი. საჭიროა, რომ რუსეთის მოქალაქეებმა 36 საათით მაინც მოიკრიბონ სიმამაცე, გათავისუფლდნენ სამარცხვინო შიშისგან კრემლში მყოფი ერთი ადამიანის მიმართ. თქვენი შიში ანადგურებს თქვენს ქვეყანას, რომელიც უკვე ღრმადაა.. მაგრამ არა ბუნკერში”, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. შეგახსენებთ, გუშინ, 5 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 6 და 7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. მანამდე კი, "საშობაო ზავის" დაწესების ინიციატივით რუსეთის პატრიარქი კირილი გამოვიდა.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)