|
2023-01-05 19:30:23, 1244 ნახვა
მსოფლიო
ბელორუსში ნობელის პრემიის ლაურეტს ასამართლებენ
მინსკში დაიწყო ადამიანის უფლებათა ცენტრის Viasna-ს წარმომადგენელთა სასამართლო პროცესი, რომელიც გასულ წელს ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდა. დოკზე არიან ორგანიზაციის თავმჯდომარე ალეს ბიალიატსკი და მისი ორი კოლეგა. „ვიასნას“ კიდევ ერთი თანამშრომელი, რომელმაც ბელორუსია დატოვა, დაუსწრებლად ასამართლებენ. მათ ბრალი ედებათ ფულის კონტრაბანდაში, 2020 და 2021 წლებში საპროტესტო აქციების დაფინანსებასა და მომზადებაში. გასულ ზაფხულს ისინი გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი ბრალდება შეიცვალა; თანხა კი იგივე დარჩა - 300 ათას ევროზე მეტი. ბრალდებულებმა სასამართლოს ხელბორკილების მოხსნის შუამდგომლობით მიმართეს და სასამართლო პროცესი ბელორუსულად წარიმართა. მოსამართლემ ორივე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა ბრალდებულებს ბელორუსულად საუბრის უფლება მისცა. საქმის მოცულობა რეკორდულია - 238 ტომი. ამიტომ, მოსალოდნელია, რომ პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდება. ამ დროისთვის დაგეგმილია შეხვედრები ღია რეჟიმში. თუმცა, უცხოელი დიპლომატები დარბაზში არ შეუშვეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)