|
2023-01-03 10:20:00, 1256 ნახვა
მსოფლიო
უკრაინა-ევროკავშირის სამიტი 3 თებერვალს კიევში გაიმართება
უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, უკრაინა-ევროკავშირის სამიტი 3 თებერვალს კიევში გაიმართება. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, სატელეფონო საუბრისას ზელენსკიმ და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საკითხი განიხილეს. „ვოლოდიმირ ზელენსკიმ ურსულა ფონ დერ ლაიენს მიაწოდა ინფორმაცია უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით მიცემული ევროკომისიის შვიდი რეკომენდაციის შესრულების შესახებ. ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა უკრაინის მიერ ამ გზაზე მიღწეული უზარმაზარი პროგრესი. სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა უკრაინული მხარის მზადყოფნა, მალე დაასრულოს შესაბამისი სამუშაო იმისთვის, რომ უკვე მიმდინარე წელს დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები. განიხილეს კიევში მიმდინარე წლის 3 თებერვალს დაგეგმილი უკრაინა-ევროკავშირის მორიგი სამიტის მოსალოდნელი შედეგები და შეთანხმდნენ მოსამზადებელი სამუშაოს გააქტიურებაზე“- აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)