20:47 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-30 12:00:51, 1458 ნახვა

მსოფლიო
Bloomberg: ომის დაწყების დღესვე უმდიდრესმა რუსებმა დაკარგეს $46,6 მილიარდი

რუსეთის უმდიდრესმა ადამიანებმა 24 თებერვალს, უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების დღეს, 46,6 მილიარდი დოლარი დაკარგეს. ამის შესახებ Bloomberg წერს.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა, ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესეს რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ, მათ დაკარგეს თავიანთი დასავლური აქტივების კონტროლის უნარი. მათ კიდევ 47 მილიარდი დოლარი დაკარგეს 2022 წლის განმავლობაში.

"მილიარდელების სუპერიახტები სხვადასხვა პორტშია გაჩერებული ან დაპატიმრებული, ლონდონის ძვირადღირებული უძრავი ქონების ბაზარი ვარდნაშია და რომან აბრამოვიჩი აცხადებს საფეხბურთო კლუბ ჩელსის გაყიდვას", - წერს Bloomberg სიტუაციის შესახებ.

მანამდე გამოცემამ უკვე შეაფასა უმდიდრესი რუსების დანაკარგი. მისი თქმით, უკრაინაში ომი და შემდგომი სანქციები ყველაზე მეტად NOVATEK-ის თანამფლობელებს გენადი ტიმჩენკოსა და ლეონიდ მიხელსონს შეეხო. ორივე მოექცა ბრიტანეთის სანქციებს. ტიმჩენკომ 2022 წელს $10,6 მილიარდი დაკარგა, ხოლო მიხელსონმა $10,2 მილიარდი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics