|
2022-12-27 15:23:13, 1408 ნახვა
მსოფლიო
ბორელი - რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს, თუმცა სანქციები პანაცეა არაა, რომ ომი შეაჩეროს
რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს, თუმცა სანქციები პანაცეა არ არის და ომს მხოლოდ სანქციები ვერ შეაჩერებს,- ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ბორელის თქმით, სასანქციო შეზღუდვების მთავარი მიზანი პუტინისთვის რუსეთის ფედერაციის სამხედრო მანქანის დაფინანსების გაძნელებაა. „სანქციები არ არის პანაცეა, ისინი არ შეაჩერებენ ომს თავისით. ეს მხოლოდ ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ, მაგრამ უკვე აშკარაა, რომ მუშაობს და რუსეთისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვება: რუსეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა და კარგავს მოდერნიზაციის უნარს“,- განაცხადა ბორელმა. მისივე თქმით, რუსეთის ეკონომიკა 2023 წელს 5.6 პროცენტით შემცირდება, 1 000-ზე მეტმა საერთაშორისო კომპანიამ დატოვა რუსეთი საკუთარი გადაწყვეტილებით, რაც შეადგენდა რუსეთის მშპ-ს დაახლოებით 40 პროცენტს და 5 მილიონ სამუშაო ადგილს უზრუნველყოფდა. ამასთან, ევროკავშირმა უკვე შეამცირა რუსული ნავთობის იმპორტი 90 პროცენტით და შეამცირა დამოკიდებულება რუსულ გაზზე რეკორდულ დონემდე. შეგახსენებთ, რომ 16 დეკემბერს ევროკავშირის საბჭომ სანქციების მეცხრე პაკეტი დაამტკიცა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთზე ზეწოლის გაზრდას უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით. პირადი სანქციების სიაში შედიან რუსეთის ჯართან დაკავშირებული პირები, მოსამართლეები, პოლიტიკური პარტიები, რამზან კადიროვის ქალიშვილები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)