|
2022-12-27 09:13:15, 1435 ნახვა
მსოფლიო
კულება - უკრაინას თებერვალში სამშვიდობო სამიტის ჩატარება სურს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, მთავრობას სურს, რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით თებერვლის ბოლოს სამშვიდობო სამიტი ჩაატაროს. აღნიშნულის შესახებ კულებამ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა. კულებას თქმით. სამშვიდობო სამიტი, სავარაუდოდ, გაეროში გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის შუამავლობით გაიმართება. მისივე თქმით, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ომი 2023 წელს მათი გამარჯვებით დასრულდეს. "ყოველი ომი დიპლომატიური გზით მთავრდება. ყოველი ომი მთავრდება ბრძოლის ველზე და მოლაპარაკების მაგიდაზე განხორციელებული ქმედებების შედეგად",- განაცხადა კულებამ. გარდა ამისა, კულებამ ასევე ისაუბრა ვოლოდიმირ ზელენსკის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტზე. მისი თქმით, პრეზიდენტი “აბსოლუტურად კმაყოფილია” ვიზიტის შედეგებით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)