|
2022-12-22 22:39:45, 1953 ნახვა
ომი უკრაინაში
ზახაროვა - ვაშინგტონში გამართულმა მოლაპარაკებებმა აჩვენა, რომ არც უკრაინა და არც შეერთებული შტატები არ ეძებენ მშვიდობას
რუსეთმა მკაცრად გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი ვაშინგტონში და დაადანაშაულა აშშ მის წინააღმდეგ არაპირდაპირ ომში. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაჰპირდა 1,85 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უკრაინას - მოწინავე სარაკეტო სისტემის ჩათვლით, რუსეთის თავდასხმებების მოგერიებისთვის. ამერიკული კანონმდებლებისადმი მიმართვაში ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ს გაწეული დახმარებისთვისა და გვერდში დგომისთვის. რუსეთის შეერთებული შტატების ელჩმა განაცხადა, რომ ეს "პროვოკაციული ქმედებები" გამოიწვევს ესკალაციას, რომელსაც მძიმე შედეგები მოჰყვება. "ვაშინგტონში გამართულმა მოლაპარაკებებმა აჩვენა, რომ არც უკრაინა და არც შეერთებული შტატები არ ეძებენ მშვიდობას. ისინი უბრალოდ აპირებენ გააგრძელონ ბრძოლა", - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)