|
2022-12-22 02:05:43, 1369 ნახვა
ომი უკრაინაში
ბაიდენი - ამერიკისა და მოკავშირეების საერთო მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, სანამ საჭირო იქნება
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა თავის პრესკონფერენციაზე სიტყვაში აღნიშნა უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მნიშვნელობა მთელი მსოფლიოსთვის და შეაქო უკრაინელი ხალხის სიმამაცე და გამბედაობა. აშშ-ს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვაშინგტონი მიაწვდის ახალ დახმარებას პატრიოტის სისტემების ჩათვლით და დაარწმუნა, რომ ამერიკისა და მოკავშირეების საერთო მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, სანამ საჭირო იქნება. ბაიდენმა თქვა, რომ მისი შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან 300-დღიანი ომის შემდეგ მოხდა, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი "აძლიერებს ბოროტ შეტევებს" უკრაინაზე. აშშ-ის პრეზიდენტმა მსგავს ქმედებებს შემზარავი უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი ზამთარს იარაღად იყენებს. მან გაიხსენა მხარდაჭერა, რომელსაც შეერთებული შტატები უკრაინას უწევს კონფლიქტის დროს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია ზელენსკის პოზიციის მოსმენა. მან ასევე განაცხადა, რომ დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც უკრაინის დახმარების მომხრეები არიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)