|
2022-12-21 22:39:07, 1634 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ვაშინგტონში ვარ, რათა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტსა და კონგრესს
დღეს ვაშინგტონში ვარ, რათა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტსა და კონგრესს, მათი საჭირო მხარდაჭერისთვის, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც სტუმრად იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში, პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. მისივე თქმით, უკრაინის და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობა კვლავ უნდა გაგრძელდეს, რათა გამარჯვება კიდევ უფრო მოახლოვდეს. მან დასძინა, რომ გამართავს მოლაპარაკებების სერიას უკრაინის გამძლეობისა და თავდაცვის საკითხების გასაძლიერებლად, აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად. "დღეს ვაშინგტონში ვარ, რათა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტსა და კონგრესს, მათი საჭირო მხარდაჭერისთვის და ასევე იმისთვის, რომ გავაგრძელო თანამშრომლობა, რათა ჩვენი გამარჯვება კიდევ უფრო მოახლოვდეს. მე გავმართავ მოლაპარაკებების სერიას უკრაინის გამძლეობისა და თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად . კერძოდ, ჩვენ განვიხილავთ უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივ თანამშრომლობას აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. მომავალ წელს, ჩვენ უნდა დავუბრუნოთ უკრაინის დროშა და თავისუფლება მთელს ჩვენ მიწას და ხალხს" - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)