|
2022-12-21 17:35:26, 1641 ნახვა
ომი უკრაინაში
პუტინი - უკრაინაში რაც ხდება, ჩვენი საერთო ტრაგედიაა, მაგრამ ეს მესამე ქვეყნების პოლიტიკის შედეგია
ის, რაც უკრაინაში ხდება, ჩვეულებრივი ტრაგედიაა, მაგრამ ამის მიზეზი მესამე ქვეყნების პოლიტიკაა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს საბჭოში განაცხადა. „რა თქმა უნდა, რაც ხდება, ტრაგედიაა, ჩვენი საერთო ტრაგედია. მაგრამ ეს არ არის ჩვენი პოლიტიკის შედეგი. პირიქით, ეს არის სხვა ქვეყნების, მესამე ქვეყნების პოლიტიკის შედეგი, რომლებიც ყოველთვის მიისწრაფოდნენ ამისკენ, რუსული სამყაროს დაშლისკენ“, - განაცხადა პუტინმა. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს ბირთვულ „ტრიადის“ განვითარებას, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების გარანტიას. პუტინის თქმით, წელს სტრატეგიულ ბირთვულ ძალებში თანამედროვე იარაღის დონემ 91%-ს გადააჭარბა. „ჩვენ შევინარჩუნებთ მზადყოფნას და გავაუმჯობესებთ ბირთვული ტრიადის საბრძოლო მზადყოფნას. ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სტრატეგიული პარიტეტისა და მსოფლიოში ძალთა საერთო ბალანსის შენარჩუნების მთავარი გარანტია”,- განაცხადა პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)