|
2022-12-21 10:17:07, 1532 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი და თეთრი სახლი ადასტურებენ უკრაინის პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტს
აშშ-ის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ეწვევა ვაშინგტონს. თეთრი სახლის ცნობით, სიტყვით მიმართავს აშშ-ს კონგრესს და შეხვდება პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. ეს არის ზელენსკის პირველი მოგზაურობა საზღვარგარეთ ომის ათი თვის განმავლობაში. ვაშინგტონში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმაც დაადასტურა. "გავემგზავრე შეერთებულ შტატებში უკრაინის გამძლეობისა და თავდაცვის გასაძლიერებლად. კერძოდ, ჯო ბაიდენთან ერთად განვიხილავთ უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობას. მე ასევე ვისაუბრებ კონგრესში და გავმართავ უამრავ ორმხრივ შეხვედრებს", - წერს ზელენსკი. Twitter-ზე. დღეს ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში გაემგზავრა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრას გამართავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)