|
2022-12-20 14:21:31, 1494 ნახვა
ეკონომიკა
საქართველომ რუსეთიდან იმპორტი 73%-ით გაზარდა – საქსტატის მონაცემები
საქსტატის წინსწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 32.2 პროცენტით გაიზარდა და (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 17 018.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (660.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (597.9 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (595.5 მლნ. აშშ დოლარი). რაც შეეხება იმპორტს, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.3 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (2 143.2 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 607.8 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 017.7 მლნ. აშშ აშკარაა, რომ უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან, რუსეთს წამყვანი როლი უკავია. საქსტატის მიხედვით, წინა წლის პერიოდთან შედარებით, საქართველომ რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის მოცულობა გაზარდა, ისევე როგორც ექსპორტში. კატეგორიის მიხედვით ზუსტი მონაცემები ასე გამოიყურება:
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)