|
2022-12-20 10:38:29, 1591 ნახვა
მსოფლიო
პრაისი - თუ ბელარუსი რუსეთს ომში დახმარებას აღმოუჩენს, ვაშინგტონი მინსკს დამატებით სანქციებს დაუწესებს
თუ ბელარუსი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში დახმარებას აღმოუჩენს, ვაშინგტონი მინსკს დამატებით სანქციებს დაუწესებს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა. როგორც პრაისმა ბრიფინგზე აღნიშნა, აშშ "ლუკაშენკოს რეჟიმსა და კრემლს შორის თანამშრომლობის დონეს" ყურადღებით აკვირდება. "ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებით ლუკაშენკოს რეჟიმსა და კრემლს შორის თანამშრომლობის დონესა და ბელარუსის თანამონაწილეობას ომში. თუ ბელარუსი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში დახმარებას აღმოუჩენს, ვაშინგტონი მინსკს დამატებით სანქციებს დაუწესებს, რათა ამ სასტიკ ომში კრემლთან თანამშრომლობის გამო, ლუკაშენკოს პასუხი ვაგებინოთ", - განაცხადა ნედ პრაისმა. ცნობისთვის, გუშინ, 19 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი მინსკში ჩავიდა. ვლადიმერ პუტინს აეროპორტში ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დახვდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)