|
2022-12-20 09:15:57, 1590 ნახვა
მსოფლიო
ISW - ლუკაშენკომ უარი უთხრა პუტინს უკრაინის ომში მონაწილეობაზე
ბელარუსის პირდაპირი მონაწილეობა უკრაინის წინააღმდეგ ომში ნაკლებად სავარაუდოა, პრეზიდენტმა ლუკაშენკომ, როგორც ჩანს, უარი უთხრა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის ომში მონაწილეობაზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს. როგორც ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, ქვეყნების პრეზიდენტებმა უკრაინაში ომის განხილვისაგან თავი შეიკავეს. ამავდროულად, მინსკმა განაცხადა, რომ ისინი სავარაუდოდ "დასავლური საფრთხის წინაშე დგანან".. „ლუკაშენკო იყენებს ბელორუსის საზღვრების დასავლეთისა და ნატოსგან დაცვის რიტორიკას, ცდილობს თავიდან აიცილოს მონაწილეობა ომში. ბელარუსის პრეზიდენტმა ასევე გამოიყენა მსგავსი მინიშნებები ბელარუსში 17 თებერვალს ბირთვული იარაღის შესაძლო განთავსებასთან კონტექსტში და დასავლეთის გამოცხადებულ აგრესიაზე“,- ნათქვამია განცხადებაში. ანალიტიკოსების თქმითვე, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მოსკოვი უზრუნველყოფს S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემებს და ისკანდერის კომპლექსებს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, მხარეებმა თავდაცვის სივრცის ფორმირებაზეც ისაუბრეს. ამასთან დაკავშირებით, ანალიტიკოსები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ლუკაშენკო არ აპირებდა ბელარუსის უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაბმას, რადგან ამ შემთხვევაში მას რიტორიკის შეცვლა მოუწევდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ 19 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა მინსკში ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შესახვედრად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)