|
2022-12-19 17:06:57, 1640 ნახვა
სამართალი
შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი - ბ.კ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მოქალაქის მიერ თვითნებურად გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტის გაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, გარკვეული რაოდენობის თანხა აიღო, რათა შემდგომ მომსახურების სააგენტოში აღნიშნული ავტომობილის რეგისტრაცია უპრობლემოდ მომხდარიყო. ქრთამის აღების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)