20:57 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-19 10:40:21, 1353 ნახვა

მსოფლიო
რომის პაპი - ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება მზად მაქვს

რომის პაპმა ხელი მოაწერა გადადგომის შესახებ განცხადებას, რომელიც ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ მას  ჯანმრთელობის მდგომარეობა აღარ მისცემს თავისი მოვალეობის შესრულების საშუალებას. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „vaticannews“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პაპმა წერილი კარდინალ ტარჩიზო ბერტონეს გადასცა.

„ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში, ჩემი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება მზადაა“,- წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ივლისში Reuters-თან ინტერვიუში ფრენსისმა უარყო სპეკულაციური ცნობები, რომ მისი გადადგომა გარდაუვალი იყო და გაიმეორა მისი ხშირად გამოთქმული პოზიცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა გადადგეს ერთ დღეს, თუ ჯანმრთელობის გაუარესება შეუძლებელს გახდის მისთვის ეკლესიის მართვას - რაც თითქმის წარმოუდგენელი იყო ბენედიქტ XVI-მდე.

ივლისიდან ფრენსისმა სამი საერთაშორისო მოგზაურობა მოახდინა - კანადაში, ყაზახეთსა და ბაჰრეინში, ამასთან, გეგმავს ეწვიოს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას და სამხრეთ სუდანს 31 იანვრიდან 5 თებერვლამდე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics