|
2022-12-19 09:12:28, 1817 ნახვა
მსოფლიო
ავღანეთში, გვირაბში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის ჩრდილოეთით მდებარე სალანგის გვირაბში საწვავის ტანკერი აფეთქდა. The Guardian-ის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 32 დაშავდა. ფარვანის პროვინციის სპიკერის, საიდ ჰიმატულა შამის განცხადებით, დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან. მისივე თქმით, ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, ადამიანები იყვნენ მოყოლილი, რის გამოც, სპიკერი გარდაცვლილთა რიცხვის ზრდას არ გამორიცხავს. კიდევ ერთი ადგილობრივი ოფიციალური პირი, დოქტორი აბდულა ავღანი ამბობს, რომ დაღუპულთა ნაწილის იდენტიფიცირება, მძიმე დამწვრობების გამო, ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია და გვირაბის გასასუფთავებლად მუშაობა მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ გვირაბი, სადაც აფეთქება მოხდა, ქაბულიდან 130 კმ-ის დაშორებით მდებარეობს და ერთმანეთთან ქვეყნის ჩრდილოეთსა და სამხრეთს აკავშირებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)