|
2022-12-16 16:39:39, 1778 ნახვა
მსოფლიო
CNN - ზელენსკის სურდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მაყურებლისთვის მიემართა, თუმცა FIFA-მ უარი უთხრა
უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის სურდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დაწყებამდე მაყურებლისთვის ონლაინ ფორმატში მიემართა, თუმცა FIFA-მ უარი უთხრა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც წყარო აცხადებს, ზელენსკის ოფისმა გამოთქვა სურვილი, რომ კატარის სტადიონზე, თამაშის წინ, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეო ბმულით ჩართულიყო, თუმცა გაურკვეველი მიზეზის გამო, უარყოფითი პასუხი მიიღეს. "ჩვენ ვფიქრობდით, რომ FIFA-ს სურდა თავისი პლატფორმის გამოყენება უფრო დიდი სიკეთისთვის. თუმცა, უკრაინასა და ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციას შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს", - ამბობს წყარო. CNN ასევე დაუკავშირდა FIFA-ს კომენტარისთვის, თუმცა ფეხბურთის საერთაშორისო მმართველ ორგანოს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. აღსანიშნავია, რომ კიევმა არაერთხელ სცადა გამოეყენებინა მსოფლიო მოვლენები, განურჩევლად მათი თემისა, რათა გლობალური ყურადღების ცენტრში მოექცია უკრაინის ომი. ზელენსკი ნატო-ს სამიტიდან დაწყებული, გრემისა და კანის კინოფესტივალის ჩათვლით, ყველგან ვიდეოს საშუალებით წარსდგა. მან ასევე მისცა ინტერვიუ არა ერთ ცნობილ გამოცემასა თუ მსახიობს, მათ შორის შონ პენთან და დევიდ ლეტერმანთან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)