|
2022-12-16 13:42:15, 1306 ნახვა
ეკონომიკა
უკვე მეორედ, „თიბისი ლიზინგი“ BARTA-ს გამარჯვებულია
BARTA 2022 წლის საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს, გამარჯვებული კომპანიები ცნობილია. „თიბისი ლიზინგი“ უკვე მეორედ გახდა ჯილდოს მფლობელი მცირე და საშუალო კომპანიების ნომინაციაში. BARTA ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან პარტნიორობით ოთხი წლის წინ შეიქმნა. ამ კონკურსის მიზანია ქართული კომპანიების ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება. ევროპული და გლობალური მოვლენების გათვალისწინებით, კერძოდ კი, მდგრადი ანგარიშგების დანერგვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების პირობებში, ამ ჯილდოს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. „თიბისი ლიზინგმა“ პირველი ჯილდო ამავე კატეგორიაში შარშან 2021 წელს მიიღო. აღნიშნული ჯილდო, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს „თიბისი ლიზინგის“ კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტთან შესაბამისობისა და გამჭირვალობის მაღალ ხარისხს, რაც დადებითად აისახება კომპანიის რეპუტაციაზე და სამომავლოდ საშუალებას აძლევს მას დამატებით ახალი ფინანსური სახსრები მოიზიდოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)