21:04 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-16 10:26:52, 1290 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში, ხაბაროვსკის მხარეში ავტობუსის ამობრუნების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა

რუსეთში, ხაბაროვსკის მხარეში Golden Dragon-ის ავტობუსი ავტოავარიაში მოყვა. "რია ნოვოსტის" ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 23 პირი.

როგორც რუსული პროპაგანდისტული მედია წერს, დილით ხაბაროვსკი-კომსომოლსკი-ამურის გზატკეცილზე, მძღოლმა, რომელსაც კომპანია Amur Minerals-ის მუშები გადაჰყავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, შედეგად ავტობუსი თხრილში გადავარდა და ამობრუნდა.

დაშავებულები, რომელთა უმრავლესობას კიდურების მოტეხილობა და ტვინის შერყევა აღენიშნება, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე 2 სამაშველო ვერტმფრენი მუშაობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics