|
2022-12-15 20:11:41, 1813 ნახვა
კომენტარი
იასკო პენიტენციურის კადრებზე - ის რაც გუშინ მოხდა ადამიანის ღირსების შეურაცხყოფაა
ის, რაც გუშინ მოხდა არამხოლოდ დამცირების საშინელი ნიშანია, არამედ მორალის, ადამიანის ღირსების შეურაცხყოფაა, ასევე ამცირებს მათ, ვინც ეს გააკეთა. ის, რაც გუშინ მოხდა პიროვნების განადგურების მუდმივი მცდელობაა, - განაცხადა რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ პენიტენციურის მიერ გამოქვეყნებულ მიხეილ სააკაშვილის კადრებზე. მისივე თქმით,მათ ვინც მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის კადრები გაასაჯაროვა არის დანაშაული.მან დასძინა,რომ მათ მიხეილ სააკაშვილის განადგურება უკვე გამოუვიდათ. "ის, რაც გუშინ მოხდა არამხოლოდ დამცირების საშინელი ნიშანია, არამედ მორალის, ადამიანის ღირსების შეურაცხყოფაა, ასევე ამცირებს მათ, ვინც ეს გააკეთა. ის, რაც გუშინ მოხდა პიროვნების განადგურების მუდმივი მცდელობაა - ფიზიკური, პოლიტიკური, მენტალური თუ ყველა სხვა საშუალებით. ჩემთვის ამაზე საუბარი ძალიან მტკივნეულია. მინდა მივმართო ქართველებს, მათ ვინც მიხეილს დასცინიან და მათ ვინც ამ ვიდეო გავრცელება გადაწყვიტა - ეს დანაშაულია, ნამდვილი დანაშაული, როცა აქვეყნებ პირად ინფორმაციას ნებისმიერი ადამიანის, ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის შესახებ. თუ მიხეილ სააკაშვილის განადგურება გინდოდათ, ეს უკვე გააკეთეთ - ამის ყურება ყველასთვის, ვინც საღ გონებაზეა დიდი შეურაცხყოფაა." - განაცხადა ლიზა იასკომ.
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
ოცნების მთავრობა: საქართველოში ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ვიზიტია დაგეგმილი
Cashback-ის და Visa-ს შეთავაზება ICR Trade-ის მაღაზიებში
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)