|
2022-12-14 11:37:13, 1018 ნახვა
სამართალი
სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს დისტანციურ რეჟიმში პროცესზე დასწრების უფლება არ მისცა
თბილისის საქალაქო სასამართლომ პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება დააკმაყოფილა და საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დისტანციურ რეჟიმში პროცესზე დასწრების უფლება არ მისცა. როგორც მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა, მიზეზი კლინიკა "ვივამედში" არსებული ტექნიკური მოწყობილობებია. "კლინიკა "ვივამედს" არ აქვს შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები, სწორედ ამიტომ არ მოხერხდა მსჯავრდადებულის პროცესზე ჩართვა",- განაცხადა მოსამართლემ. შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე უნდა ემსჯელათ, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ პროცესი 14 დეკემბრისთვის გადადო. პროცესზე დასწრების სურვილი გამოთქვა თავად ექსპრეზიდენტმა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კლინიკა „ვივამედმა" დასწრების საშუალება არ მისცა. ამის შემდეგ, ადვოკატმა პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურ რეჟიმში დასწრება მოითხოვა, რაზეც სასამართლომ უფლება გასცა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)