|
2022-12-13 09:51:39, 2253 ნახვა
მსოფლიო
G7-ის ლიდერები - პრეზიდენტ პუტინს და სხვა პასუხისმგებელ პირებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად პასუხს ვაგებინებთ
ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას და სოლიდარობას უკრაინის მიმართ რუსული აგრესიული ომის ფონზე, ამ მხარდაჭერას გავაგრძელებთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება,- ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა განაცხადეს. G7-ის ლიდერების განცხადებით, რუსეთმა უნდა გადაიხადოს მისი სასტიკი ომის შედეგად დაზიანებული ან განადგურებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის. „ვგმობთ რუსეთის მუდმივ არაჰუმანურ და სასტიკ თავდასხმებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, განსაკუთრებით ენერგეტიკულ და წყალმომარაგების ობიექტებზე, ასევე უკრაინის ქალაქებზე და ვაცხადებთ, რომ თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე ან სამოქალაქო ობიექტებზე, წარმოადგენს ომის დანაშაულს. ჩვენ ასევე ვგმობთ მათ, ვინც ხელს უწყობს პუტინის უკანონო ომს. მზად ვართ, დავეხმაროთ უკრაინას მისი კრიტიკული ენერგეტიკული და წყლის ინფრასტრუქტურის შეკეთებაში, აღდგენასა და დაცვაში. რუსეთმა უნდა გადაიხადოს მისი სასტიკი ომის შედეგად დაზიანებული ან განადგურებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის. ის არ შეიძლება იყოს დაუსჯელი ომის დანაშაულებისა და სხვა სისასტიკისთვის. პრეზიდენტ პუტინს და სხვა პასუხისმგებელ პირებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად პასუხს ვაგებინებთ. ვიმეორებთ, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა მიუღებელია და რომ ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებაs მძიმე შედეგები მოჰყვება. რუსეთის აგრესიული ომი უნდა დასრულდეს. დღემდე, ჩვენ არ გვინახავს მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი მდგრადი სამშვიდობო ძალისხმევის ერთგულია. რუსეთს შეუძლია დაუყოვნებლივ დაასრულოს ეს ომი უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმების შეწყვეტით და უკრაინის ტერიტორიიდან თავისი ძალების სრულად და უპირობოდ გაყვანით. ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივას სამართლიანი მშვიდობისთვის“,- აღნიშნულია განცხადებაში. მათივე განცხადებით, „დიდი შვიდეული“ შეინარჩუნებს და გააძლიერებს ეკონომიკურ ზეწოლას რუსეთზე. „ვრჩებით უპრეცედენტოდ კოორდინირებული სანქციების ერთგული. შევინარჩუნებთ და გავაძლიერებთ ეკონომიკურ ზეწოლას რუსეთზე და მათზე, ვინც თავს არიდებს და ძირს უთხრის ჩვენს შემზღუდველ ზომებს. გავაგრძელებთ დაუცველი ქვეყნების დაცვას, რომლებზეც მძიმე გავლენას ახდენს რუსეთის აგრესიული ომის შედეგები და მის მიერ ენერგორესურსებისა და საკვების ომის იარაღად გამოყენება“,- ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)