|
2022-12-11 14:53:18, 1416 ნახვა
მსოფლიო
კორუფციის ბრალდებით დაკავებულ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს უფლებამოსილება შეუჩერდა
კორუფციის ბრალდებით დაკავებულ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, ევა კაილის უფლებამოსილება შეუჩერეს. აღნიშნულ ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბერძენ ევროპარლამენტარს უფლებამოსილება მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ კატართან დაკავშირებულ კორუფციულ საქმეზე გამოძიების გამო შეუჩერდა. "ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ გადაწყვიტა, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ყველა უფლებამოსილება, მოვალეობა და ამოცანები, რომლებიც დელეგირებული იყო ევა კაილისთვის ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის რანგში“, - განაცხადა სპიკერმა. როგორც "დოიჩე ველე" წერს, მანამდე ევროპელმა პოლიტიკოსებმა კაილის გადადგომისკენ მოუწოდეს მას შემდეგ, რაც ის ფულის გათეთრებისა და კორუფციის საქმეში ეჭვმიტანილად ცნეს. ცნობისთვის, ბერძენი ევროპარლამენტარი ერთ-ერთია იმ 5 პირს შორის, რომლებიც აღნიშნულ საქმეზე ბელგიის პოლიციამ დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)