|
2022-12-11 13:59:03, 1608 ნახვა
მსოფლიო
ოსტინი - რუსეთი ბირთვულ არსენალს აფართოებს
რუსეთი თავის ბირთვულ არსენალს აფართოებს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა. როგორც პენტაგონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამ ნაბიჯებს დგამს იმ ფონზე, როდესაც რუსეთის შეჭრა უკრაინაში გრძელდება და თვითონ პუტინი ომში ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით იმუქრება. „და სანამ კრემლი აგრძელებს სასტიკ და არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ პუტინი ღრმად უპასუხისმგებლო ბირთვულ მუქარაში ჩაერთო“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა და ყურადღება გაამახვილა ჩინეთის ბირთვულ ძალებზეც, რომელიც პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, მზარდი, მოდერნიზებული და დივერსიფიცირებულია. შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, ვლადიმერ პუტინმა ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით არაერთი გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა. მართალია, რუსეთის პრეზიდენტმა ოქტომბერში თქვა, რომ უკრაინაში მასობრივი განადგურების იარაღს არ გამოიყენებს, მაგრამ პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ეჭვქვეშ დააყენა მისი სიტყვები და ხაზი 9-თვიანი ომის პერიოდში რუსეთის რიტორიკას გაუსვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)