|
2022-12-10 12:09:11, 1205 ნახვა
მსოფლიო
თეთრი სახლი - ირანი ახლა რუსეთის მთავარი სამხედრო მხარდამჭერია
ირანი ახლა რუსეთის მთავარი სამხედრო მოკავშირეა,- ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების დირექტორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვისა და თეირანის ურთიერთობები სამხედრო სფეროში მჭიდრო პარტნიორობად იქცა. აშშ-ს ინფორმაციით, რუსეთი და ირანი სამხედრო დრონების ერთობლივ წარმოებასაც განიხილავენ. ამასთან, რუსეთი მზად არის, ირანს გაუზიაროს მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიები, რომელიც მოსკოვს აქვს. რუსეთსა და ირანს შორის თანამშრომლობა ბოლო დროს გამოიკვეთა და უკრაინამ რუსეთის დადანაშაულება დაიწყო, რომ ირანი მას თავდქასხმისთვის დრონებს აწვიდიდა. ამასთან ირანმა თავდაპირველად უარყო რუსეთში უპილოტო თვითმფრინავების გაგზავნა, ახლო აღმოსავლეთის ქვეყანამ მოგვიანებით აღიარა, რომ რუსეთს დრონების გარკვეული ნაწილი უკრაინაში შეჭრამდე მიაწოდა. თეთრ სახლში ასევე აღნიშნეს, რომ სანქციები დაუწესეს ირანის სამ მოქალაქეს და ერთ კომპანიას, რომელიც რუსეთს ე.წ. კამიკაძე დრონებს აწვდის. როგორც თეთრ სახლში განაცხადეს, ირანისა და რუსეთის სამხედრო თანამშრომლობა საზიანო იქნება უკრაინისთვის, ასევე ირანის მეზობლებისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)