|
2022-12-10 12:06:47, 1213 ნახვა
მსოფლიო
კატარში მსოფლიო თასის გაშუქებისას ამერიკელი ჟურნალისტი, გრანტ უოლი გარდაიცვალა
კატარში, მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის გაშუქებისას, ცნობილი ამერიკელი სპორტული ჟურნალისტი გრანტ უოლი გარდაიცვალა. შემთხვევა ნიდერლანდები-არგენტინას თამაშის დროს მოხდა. თვითმხილველების თქმით, უოლი სტადიონზე ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ ადგილას იმყოფებოდა, რა დროსაც გონება დაკარგა და დაეცა. მისი გარდაცვალების გარემოებები და მიზეზი უცნობია. „აშშ-ის ფეხბურთის მთელ ოჯახს გული სტკივა იმის გაგებით, რომ ჩვენ დავკარგეთ გრანტ უოლი", - წერს აშშ-ის ფეხბურთის ფედერაცია. აღსანიშნავია, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, 6 დეკემბერს, უოლმა პირად ვებსაიტზე გამოქვეყნებულ პოსტში თქვა, რომ თავს ცუდად გრძნობდა. უოლის თქმით, დახმარებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის მედიაცენტრის სამედიცინო კლინიკას მიმართა, რადგან მას ეგონა, რომ ბრონჰიტი ჰქონდა. გრანტ უოლი CBS Sport-ის ამერიკელი სპორტული ჟურნალისტი და ფეხბურთის ანალიტიკოსი იყო. ის ფეხბურთს 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აშუქებდა, მათ შორის მუშაობდა 11 მსოფლიო ჩემპიონატზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)