|
2022-12-10 11:34:27, 1350 ნახვა
მსოფლიო
Politico - ბელგიაში კორუფციის საქმეზე ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი დააკავეს
ბელგიის პოლიციამ, რამდენიმე ჩხრეკის შემდეგ, ევროპარლამენტთან დაკავშირებული სულ მცირე, 4 ადამიანი დააკავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ისინი ეჭვმიტანილები არიან ფულის გათეთრებაში, კორუფციასა და კატარის ინტერესების ლობირებაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის იქ გამართვასთან დაკავშირებით. ბელგიის პროკურატურის ცნობით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დაახლოებით €600 000 ნაღდი ფული. პროკურატურის წარმომადგენლის, ერიკ ვან დუისის თქმით, გამომძიებლები ეჭვობენ, რომ კატარს ევროკავშირში პოლიტიკურად სტრატეგიული პირების მოსყიდვა სურს. Politico საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დაკავებულებს შორის ერთ-ერთი ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი და საბერძნეთის სოციალისტური პარტიის, PASOK-ის წევრი ევა კაილია. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, PASOK-მა უკვე გამოაქვეყნა განცხადება კაილის პარტიიდან გარიცხვასთან დაკავშირებით და მთავარ მიზეზად კორუფციის ბრალდება დაასახელა. გარდა ამისა, მიმდინარე გამოძიების საპასუხოდ, კაილი ევროკავშირის სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფიდანაც გაათავისუფლეს. Politico-ს ცნობითვე, კატარის ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასავლეთის წარმომადგენლებისგან დადებითი შეფასება მაშინ, როდესაც ქვეყანას ადამიანთა უფლებების მასობრივ დარღვევაში ადანაშაულებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)