|
2022-12-08 11:51:46, 1172 ნახვა
მსოფლიო
„თალიბანმა“, ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, პირველი საჯარო სიკვდილით დასჯა მოაწყო
ავღანეთის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ,"თალიბებმა" პირველი საჯარო სიკვდილით დასჯა განახორციელეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. "თალიბანის" სპიკერის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მკვლელობაში მსჯავრდებულ მამაკაცს, ფარაჰის პროვინციაში ერთ-ერთ ხალხმრავალ სპორტულ მოედანზე, მსხვერპლის მამამ სამჯერ ესროლა. სიკვდილით დასჯას "თალიბანის" ათობით ლიდერი ესწრებოდა. "თალიბები" ამბობენ, რომ თაჯმირი, რომელიც სიკვდილით დასაჯეს, ჰერათის პროვინციაში ცხოვრობდა და მან, დააახლოებით, 5 წლის წინ, დანით დაჭრა კაცი, სახელად მუსტაფა. საჯარო სიკვდილის დასჯას გამოეხმაურა გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, რომელმაც მომხდარის გამო, ღრმა შეშფოთება გამოთქვა. „ჩვენ მოვუწოდებთ ავღანეთში სიკვდილით დასჯის მორატორიუმის დაბრუნებისკენ“, - განაცხადა სპიკერმა, სტეფანი ტრემბლეიმ. "თალიბანის" უზენაესმა ლიდერმა, ჰაიბათულა ახუნდზადამ გასულ თვეში გამოსცა ბრძანება, რომელიც მოსამართლეებს ავალდებულებს ისეთი სასჯელების დაკისრებას, როგორიცაა საჯარო სიკვდილით დასჯა, საჯარო ამპუტაცია და ჩაქოლვა. რა დანაშაულებისთვის შეიძლება დაეკისროს პირს მსგავსი ტიპის სასჯელი, "თალიბანს" განსაზღვრული არ აქვს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)