|
2022-12-08 10:20:33, 1222 ნახვა
მსოფლიო
Politico-მ ვოლოდიმირ ზელენსკი 2022 წლის ევროპის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა
გამოცემა Politico-მ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 2022 წლის ევროპის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა. როგორც გამოცემა წერს, ევროპა იცვლება, ისევე როგორც კონცეფცია, თუ რას ნიშნავს იყო ევროპელი. ეს „ძირითადად განპირობებულია უკრაინელი კომიკოსით, რომელიც პრეზიდენტი გახდა”. „ზელენსკიმ დაარწმუნა დანარჩენი ევროპა, რომ მისი მომავალი უკრაინასთან არის დაკავშირებული - რუსეთის შეჭრამდე ამის ცოტას სჯეროდა. მისი კომუნიკაციის უნარი საკვანძოა. მისი რიტორიკა მკაფიოდ ასახავს რუსეთის რეჟიმის ბოროტებას, რომლის წინააღმდეგაც ის იბრძვის, ფანტავს რწმენას - განსაკუთრებით ბერლინსა და პარიზში, რომ მოსკოვი შეიძლება იყოს პარტნიორი. უბრალოდ შეხედეთ, როგორ გარბიან ევროპელი ლიდერები, რომლებიც არჩევნებში იმარჯვებენ, კიევში, რათა გადაიღონ ფოტო საკულტო ზეთისხილისფერ-მწვანე მაისურიან 44 წლის მამაკაცთან“,- წერს გამოცემა. რეიტინგში ასევე მოხვდა კრემლის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი „წლის დამარცხებულთა კატეგორიაში“, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი. შეგახსენებთ, რომ მანამდე, ამერიკულმა ჟურნალმა TIME-მა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინულ სულისკვეთებასთან ერთად წლის ადამიანად დაასახელა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)