|
2022-12-08 09:50:51, 2139 ნახვა
ომი უკრაინაში
ISW - პუტინი ომის გაჭიანურებისთვის ემზადება და უკრაინის ახალი ტერიტორიების დაპყრობას გეგმავს
ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქმნის ყველა პირობას, რათა უკრაინაში წარმოებული ომი გაჭიანურდეს. ინსტიტუტი ხაზს უსვამს რუსეთის პრეზიდენტის გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებათა განვითარების საბჭოსთან შეხვედრისას თქვა, რომ ე.წ. სპეციალური ოპერაცია უკრაინაში შეიძლება იყოს „გრძელი პროცესი“ და რომ ახალი ტერიტორიების აღება მნიშვნელოვანია რუსეთისთვის. ინსტიტუტის ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ამ შეხვედრაზე პუტინმა საკუთარი თავი შეადარა მეფე პეტრე პირველს და აღნიშნა, რომ ახლა რუსეთი აკონტროლებს აზოვის ზღვას, რისთვისაც მეფე იბრძოდა. "ეს მითითება რუსეთის იმპერიულ ისტორიაზე ნათლად ასახავს პუტინის ამჟამინდელ მიზნებს უკრაინაში, როგორც აშკარად იმპერიალისტურ და მაინც მაქსიმალისტურს. პუტინი აწყობს რუსეთის შიდა აუდიტორიას უკრაინაში გაჭიანურებული, დამქანცველი ომისთვის, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ახალი ტერიტორიების დაპყრობას", - ნათქვამია ISW ანგარიშში. ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ რუსული საინფორმაციო სივრცე დადებითად რეაგირებდა პუტინის იმპერიალისტურ განცხადებებზე, რაც დამატებით პირობებს ქმნის ომის გახანგრძლივებისთვის.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)