21:29 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-07 13:04:38, 688 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის სენატმა 2023 წლის თავდაცვის რეკორდული ბიუჯეტი დაამტკიცა - 800 მლნ დოლარი უკრაინისთვის გამოიყოფა

აშშ-ის სენატმა 2023 წლის თავდაცვის რეკორდული ბიუჯეტი დაამტკიცა. ჯამური თანხა 847,3 მილიარდი დოლარია, აქედან 800 მილიონი უკრაინისთვის გამოიყოფა. 

სენატის განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინას პირდაპირი სამხედრო დახმარების ჯამური მოცულობა 19,3 მილიარდი დოლარია.

"უკრაინისა და ნატოს დახმარების გაზრდა - პროექტი აფართოებს და ცვლის უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივას და ამტკიცებს დამატებით 800 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას 2023 ფისკალურ წელს", - ნათქვამია აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში .

გარდა ამისა, ბიუჯეტი ითვალისწინებს 6 მილიარდი დოლარის გამოყოფას ევროპაში და 11.5 აშშ დოლარის გამოყოფას აზრია-წყნარი ოკიანის რეგიონში რუსეთის შეკავებისთვის.

ვაშინგტონი ასევე გეგმავს რუსეთის გამორიცხვას საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, მათ შორის G20-დან, ასევე მეორადი სანქციების შემოღებას რუსეთის ფედერაციასთან ოქროსა და სავალუტო ტრანზაქციებში მონაწილეობისთვის.

ბიუჯეტის ეს პროექტი შესაძლოა გახდეს ყველაზე დიდი აშშ-ის ისტორიაში, თუ მას კონგრესმენები და სენატორები დაამტკიცებენ, შემდეგ კი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics