|
2022-12-07 11:22:47, 1827 ნახვა
ეკონომიკა
გოგაშვილი - „ოცნებას“ ნაჯახით მუშაობამ ბევრი შეცდომა დააშვებინა, რასაც პროცესებზე გამოვააშკარავებ
ჩემი სამაგალითოდ დასჯა დიდი ხნის წინ გადაწყვიტეს, მაგრამ ნაჯახით მუშაობამ ბევრი შეცდომა დააშვებინათ საქმის გაყალბებისა და ჩადების პროცესში, რასაც ჩვენ პროცესებზე გამოვააშკარავებთ,- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე მორიგ წერილს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 7 დეკემბერს მის სასამართლო პროცესს დაესწრება. როგორც სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას "სისხლიანი ცხრა წლის" ხსენებით ახერხებს მაშინ, როდესაც მისივე თქმით, ამ რეჟიმის დროინდელი "ყველა ბინძური ზონდერი, ჩამდები და გამყალბებელი ოცნებაში გადაბარგდა". „ვუსამძიმრებ საქართველოს რაშისტებთან 30 წლიან ომში 6 ვაჟკაცის გმირულად დაღუპვის გამო. მწამს, რომ მათი მსხვერპლი შედეგს გამოიღებს, უკრაინა გაიმარჯვებს, ტერორისტები დამარცხდებიან და საქართველოც მოიპოვებს თავისუფლებას. ჩემო მეგობრებო, მოგიკითხავთ ტყვეობიდან, თქვენც გისურვებთ მალე გათავისუფლებას. ახლა ციხეში და გარეთ ყოფნას ერთი ფასი აქვს, რადგან თავისუფლება გარეთ პირობითია, რომელიც შეუმჩნევლად დავკარგეთ და შევეგუეთ. 7 დეკემბერს არის ჩემი ,,სასამართლო”პროცესი, გადავწყვიტე დავესწრო მიუხედავად რისკებისა და ჩემი ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობისა. რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ რაიმე ფორმით კანონის დარღვევას. ბუნებრივია, ჩემი გადაადგილების უსაფრთხოებაზე მთლიანი პასუხისმგებლობა ეკისრება რატი ბრეგაძეს. ჩემი სამაგალითოდ დასჯა დიდი ხნის წინ გადაწყვიტეს, მაგრამ ნაჯახით მუშაობამ ბევრი შეცდომა დააშვებინათ საქმის გაყალბებისა და ჩადების პროცესში, რასაც ჩვენ პროცესებზე გამოვააშკარავებთ მიუხედავად წინასწარ დაწერილი განაჩენისა. ძალაუფლების შენარჩუნებას მხოლოდ სისხლიანი ცხრა წლის ხსენებით ახერხებენ მაშინ, როდესაც ამ რეჟიმის დროინდელი ყველა ბინძური ზონდერი, ჩამდები და გამყალბებელი ოცნებაში გადაბარგდა, რაც კარგად ეხერხებათ ისევ იმას აკეთებენ, ახლა ლურჯად შეიღებნენ. შევხვდებით მალე, ვნახოთ რა გამოვა“,- წერს გოგაშვილი. შეგახსენებთ, რომ 15 ივლისს, სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც ის დააკავეს. დაკავების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვას ედავება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)