12:03 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-07 11:23:49, 1601 ნახვა

სამართალი
სოფელ კარდენახში მომხდარ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

გენერალური პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 9 მარტს, გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში, ბრალდებულს და მის თანხმლებ პირებს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუხდათ დაზარალებულთან, რის შემდეგაც ბრალდებულმა ამ უკანასკნელს მოკვლის მიზნით განზრახ დააჯახა ავტომანქანა, რა დროსაც ასევე საფრთხე შეუქმნა იქვე მყოფი სხვა პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. დაზარალებული მიღებული ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით  (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) წარუდგინა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზი - ინფლაცია გასულ წელს გაიზარდა სურსათის ფასების ზრდისა და მოთხოვნის ზეწოლის გამო და 2026 წელსაც მაღალი დარჩება
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, ინვესტიციების ზრდა, შემცირებული დარჩება შიდა პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებულ გაზრდილ გაურკვევლობის გამო
თუ საზღვარგარეთ განათლების მიღება გსურთ, დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics