21:29 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-07 10:34:27, 1083 ნახვა

მსოფლიო
ჯორჯიის შტატში რაფაელ უორნოკმა გაიმარჯვა - დემოკრატებმა სენატში უმრავლესობა გაიმტკიცეს

წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატებმა სენატში უმრავლესობა გაიმტკიცეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ჯორჯიის შტატში ჩატარებულ სენატის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება მოქმედმა დემოკრატმა, რაფაელ უორნოკმა მოიპოვა.

უორნოკმა მეორე ტურში რესპუბლიკელი კანდიდატი ჰერშელ უოლკერი დაამარცხა. ამგვარად, 100-ადგილიან სენატში დემოკრატებს - 51, რესპუბლიკელებს კი 49 ხმა ექნებათ.

უორნოკის თქმით, რთული კამპანიის შემდეგ, მისთვის პატივია, წარმოთქვას დემოკრატიის ყველაზე ძლიერი სიტყვები - „ხალხმა თავისი სათქმელი თქვა“.

სენატში დემოკრატების ახალი სრული უმრავლესობა ნიშნავს, რომ პარტიას აღარ მოუწევს რესპუბლიკელებთან ძალაუფლების გაზიარების შესახებ მოლაპარაკება. 

აღსანიშნავია, ასევე, რომ მანამდე არიზონას შტატში შუალედური არჩევნები დემოკრატებმა მოიგეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics