|
2022-12-07 10:34:21, 1099 ნახვა
მსოფლიო
ბლინკენი - აშშ-ს არ წაუხალისებია უკრაინა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს
აშშ-ს არც წაუხალისებია და არც შესაძლებლობა მიუცია უკრაინისთვის, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. როგორც ბლინკენმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, აშშ კიევს თავდაცვისთვის საჭირო ყველა აღჭურვილობით უზრუნველყოფს. "ჩვენ არც წაგვიხალისებია და არც შესაძლებლობა მიგვიცია უკრაინელებისთვის, რომ რუსეთის შიგნით დარტყმები განახორციელონ. ჩვენი მტკიცე მზადყოფნაა, ჩვენს მრავალ სხვა პარტნიორთან ერთად, უზრუნველვყოთ, რომ მათ ხელთ აქვთ საჭირო აღჭურვილობა საკუთარი თავის, საკუთარი ტერიტორიისა და საკუთარი თავისუფლების დასაცავად", - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა. შეგახსენებთ, 5 დეკემბრის ღამეს, რუსეთის ფედერაციის სარატოვის ოლქში, ენგელსის აეროდრომზე დრონებით თავდასხმა მოხდა, აფეთქება იყო რუსეთის ქალაქ რიაზანთან მდებარე აეროდრომზეც და ქალაქ კურსკთან მდებარე რაიონშიც. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დარტყმა განხორციელდა "საბჭოთა წარმოების უპილოტო საფრენი აპარატებით", რომლებიც სავარაუდოდ, უკრაინამ გაუშვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)