21:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-05 12:23:35, 1484 ნახვა

მსოფლიო
მაკრონი - ვინარჩუნებ პირდაპირ კონტაქტს პუტინთან, ასეთი ლიდერისთვის იზოლაცია ცუდი რამ არის

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ის რეგულარულ კომუნიკაციას ინარჩუნებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რადგან "იზოლაცია ცუდია". 

”მე ყოველთვის ვინარჩუნებ რეგულარულ დისკუსიებს და პირდაპირ კონტაქტს პრეზიდენტ პუტინთან, რადგან მჯერა, რომ ურთიერთქმედების აღდგენის საუკეთესო გზა ამ პირდაპირი არხის შენარჩუნებაა.იზოლაცია ყველაზე ცუდი რამ არის, განსაკუთრებით ასეთი ლიდერისთვის",- აღნიშნა მაკრონმა CBS-თან ინტერვიუში

კითხვაზე, თუ როგორ დასრულდება კონფლიქტი, მაკრონმა უპასუხა: "ეს უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ. გამოსავლის მოძებნის ერთადერთი გზა მოლაპარაკება იქნება. მე ვერ ვხედავ კონფლიქტის სამხედრო გზით მოგავრებას".

მაკრონმა ასევე დასძინა, რომ ის არ არის ჩართული არანაირ მოლაპარაკებებში რუსეთთან და უკრაინასთან.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მან ნათლად განუცხადა მისი მხარდაჭერა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics