|
2022-12-04 18:57:45, 2198 ნახვა
ომი უკრაინაში
ერმაკი - ისინი იბრძოდნენ მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის - თანავუგრძნობ ჩვენს ქართველ ძმებს
მე, ნამდვილად თანავუგრძნობ ჩვენს ქართველ ძმებს! და ასევე მადლობას ვუხდი ყველა მეომარს, ვინც იბრძვის ჩვენთან ერთად, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ბახმუტთან 5 ქართველი მებრძოლის დაღუპვას. ერმაკი Telegram-ზე განცხადებას უკრაინულად და ქართულად აქვეყნებს და ამბობს, რომ საქართველო და უკრაინა საერთო მტერთან ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებენ. "ბახმუტი - სტრატეგიული ქალაქის თავდაცვა გრძელდება! სასტიკი ბრძოლები ყოველდღეა… სროლის ხმა მუდმივად ისმის, გარშემო სიბნელე, თითქოს ფრაგმენტია პირველი მსოფლიო ომიდან. გარშემო მტრის უამრავი გვამია. ისინი არც ცდილობენ ბრძოლის ველიდან მათ გაყვანას, ასობით მიტოვებული მტრის გვამი პატივის გარეშე… ჩვენი მეომრები იბრძვიან თავგანწირულად! სამწუხაროდ, ჩვენც ვკარგავთ მეომრებს. ბახმუტთან, ბოლო დღეებში, მტრის ალყაში მოექცნენ ჩვენი უკრაინელი და 57-ე ბრიგადის ქართველი მეომრები. ცნობილია დაჭრილი ქართველი მეთაურის და ხუთი დაღუპული ქართველი ჯარისკაცის შესახებ. ისინი იბრძოდნენ მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის! თავისუფლება აერთიანებს საუკეთესო ადამიანებს ავტოკრატიულ ბოროტებასთან ბრძოლაში! მე, ნამდვილად თანავუგრძნობ ჩვენს ქართველ ძმებს! და ასევე მადლობას ვუხდი ყველა მეომარს, ვინც იბრძვის ჩვენთან ერთად! აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ თავისუფლებისთვის უკრაინასა და საქართველოში და დავამარცხოთ მტერი. მტერი ხომ ჩვენ ერთი გვყავს! ბახმუტი - ტიტანების ქალაქია!" - წერს ერმაკი. ცნობისთვის, 5 ქართველი მებრძოლი ბახმუტთან ბრძოლაში გუშინ, 3 დეკემბერს დაიღუპა.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)