|
2022-12-04 12:29:15, 887 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში აცხადებენ, რომ აპირებენ შეაფერხონ ირანიდან რუსეთისთვის იარაღის მიწოდება
ირანში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა რობერტ მელიმ Bloomberg-ს განუცხადა, რომ ირანი არ აპირებს ბირთვული შეთანხმების განახლებას, ამიტომ აშშ-ის ხელისუფლება ყურადღებას გაამახვილებს სხვა საკითხებზე, მათ შორის რუსეთისთვის ირანული იარაღის მიწოდების შეფერხებაზე. „ირანი არ არის დაინტერესებული შეთანხმებით და ჩვენ სხვა საკითხებზე ვართ ორიენტირებული. ახლა ჩვენ შეგვიძლია ცვლილებების შეტანა, რუსული იარაღის მიწოდების შეკავებისა და შეფერხების მცდელობით და ირანელი ხალხის ფუნდამენტური მისწრაფებების მხარდაჭერის მცდელობით“, - თქვა რობერტ მალიმ. ირანი და რუსეთი თვეების განმავლობაში უარყოფდნენ, რომ რუსული არმია ირანული წარმოების იარაღს იყენებდა უკრაინის ომში. ნოემბერში, ირანის ხელისუფლებამ პირველად აღიარა, რომ მათ მართლაც მიაწოდეს იარაღი რუსეთს, მაგრამ ეს მოხდა უკრაინაში რუსეთის შეჭრამდეც - და თეირანი მოსკოვს მხოლოდ „მცირე“ თვითმფრინავებით აწვდიდა. უკრაინის ხელისუფლებამ ირანის განცხადება სიცრუედ მიიჩნია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)