|
2022-12-02 17:27:10, 1127 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის საგარეო - ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკრაინის საელჩოებმა და საკონსულოებმა სისხლიანი ამანათები მიიღეს
ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკრაინის საელჩოებსა და საკონსულოებს სისხლით შეღებილი ამანათები გაუგზავნეს, რომლებშიც ცხოველების თვალები იყო,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო ავრცელებს. დიპლომატის განცხადებით, ასეთი ამანათები აღმოჩენილია უნგრეთში, ნიდერლანდებში, ხორვატიაში, იტალიაში, პოლონეთსა და ჩეხეთში. „ყუთში ცხოველების თვალები იყო. თავად ჩანთები დამახასიათებელი ფერის სითხით იყო გაჟღენთილი და შესაბამისი სუნი ჰქონდა. ჩვენ ვსწავლობთ ამ გზავნილის მნიშვნელობას“,- განაცხადა ნიკოლენკომ. მისივე თქმით, ვანდალებმა ვატიკანში, უკრაინის ელჩის სახლის შესასვლელი დააზიანეს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ აღწერილი ყველა მოვლენა ტერორისტული ანტიუკრაინული კამპანიის ნაწილია. „არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ მიმდინარეობს უკრაინის საელჩოების და საკონსულოების ტერორისა და დაშინების კარგად დაგეგმილი კამპანია. ისინი ცდილობენ ჩვენს დაშინებას. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ეს მცდელობები ამაოა. ჩვენ გავაგრძელებთ ეფექტურ მუშაობას უკრაინის გამარჯვებისთვის“,- განაცხადა კულებამ. ამასთან, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა უკრაინის ყველა საელჩოსა და საკონსულოს უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების რეჟიმში გადაყვანა დაავალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)