|
2022-12-01 11:46:34, 1251 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გორში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Gori Inn გაიხსნა
„საქართველოს ბანკი“ ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკისა და „ვაკა ისთეითის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში გორში 5 ვარსკვლავიანი, 119 ნომრიანი სასტუმრო - Gori Inn გაიხსნა. სასტუმროში განთავსებულია 3 აპარტამენტი, მოსასვენებელი ოთახი, გასართობი სივრცე ბავშვებისთვის და ლაუნჯ ბარი ღია ტერასით. Gori Inn რესტორანს, დახურულ საცურაო აუზს და საუნას აერთიანებს. სასტუმროში ასევე განთავსებულია საკონფერენციო და სადეგუსტაციო დარბაზები, ღვინის სარდაფი. „მოხარული ვართ, რომ „საქართველოს ბანკის“ ხელშეწყობით გორში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს აშენება და გახსნა შევძელით. ვფიქრობთ, გორს, როგორც ტურისტულ ადგილს დიდი პოტენციალი აქვს და მას კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია სჭირდება. გარდა ამისა, ტურისტებისთვის საკმაოდ პოპულარულ ადგილად გორის მუზეუმი და გორთან ახლოს მდებარე უფლისციხე ითვლება. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სასტუმროების სექტორის განვითარება, რადგან გორი იყოს კიდევ უფრო მეტად გამორჩეული ტურისტული ქალაქი, როგორც ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის, ასევე მაღალი დონის სასტუმროების კუთხით“, - განაცხადა სასტუმრო Gori Inn-ის წარმომადგენელმა, დავით ბოჭორიშილმა. “საქართველოს ბანკის“ ერთერთი უცვლელი პრიორიტეტი ბიზნესის მხარდაჭერაა, განსაკუთრებით რეგიონებში. მოხარული ვართ, რომ ჩვენთან პარტნიორობით ვაკა ისთეითმა გორში ასეთი მაღალი დონის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო გახსნა, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას და რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას. ასევე, ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორის განვითარებას. ჩვენ კი კვლავ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ბიზნესის გაძლიერებას და ინვესტიციების განხორციელებას“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)