|
2022-11-28 10:33:53, 1237 ნახვა
მსოფლიო
იტალიის სამხრეთში მეწყერს სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა
იტალიის სამხრეთში მდებარე კუნძულ ისკიაზე მეწყერის შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი, მათ შორის ახალშობილი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, სტიქიის ზონიდან 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, 5 ადამიანი კი, ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. იტალიის მთავრობამ მინისტრთა კაბინეტის გადაუდებელი სხდომა გამართა და კუნძულზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მთავრობის გადაწყვეტილებით, სამაშველო ღონისძიებებისა და საჯარო სერვისების აღდგენისთვის თითქმის 2,1 მილიონი დოლარი გამოიყო. ოფიციალური პირების განცხადებით, მთის ფერდობის ჩამოშლა გამოიწვია უხვმა ნალექმა, რომელიც მათივე შეფასებით, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ყველაზე ძლიერი იყო. ამასთან, მეწყერული პროცესების განვითარების საფრთხე ამ დროისთვის ისევ არსებობს. ისკია, რომლის მოსახლეობა 62 000 ადამიანს შეადგენს, არის ვულკანური კუნძული და ნეაპოლიდან, დაახლოებით, 30 კილომეტრში მდებარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)