21:41 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-28 09:11:41, 1191 ნახვა

მსოფლიო
პოდოლიაკი - რუსები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შენარჩუნებას ვერ შეძლებენ

რუსები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შენარჩუნებას ვერ შეძლებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

პოდოლიაკის თქმით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინულია.

"რუსი სამხედროები დატოვებენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, რადგან მათი თავდაცვის ხაზი რუსეთის ფედერაციის საზღვრებს თანდათან შორდება. როდესაც რუსეთმა დაიპყრო ყირიმი და ყველა საერთაშორისო წარმომადგენლობამ ხელი ჩაიქნია და თქვა: ”კარგი, კარგი” - ახლა ასე აღარ მოხდება. მთელი მსოფლიო ღიად აცხადებს, რომ როსატომს არ აქვს ლეგალური ძალაუფლება ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, ეს სადგური უკრაინულია“, - ამბობს პოდოლიაკი. 

ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური არაერთხელ დაბომბეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics