21:41 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-27 21:56:01, 1363 ნახვა

მსოფლიო
რესპუბლიკელები აპირებენ გააძლიერონ კონტროლი აშშ-დან უკრაინაში იარაღის მიწოდებაზე

რესპუბლიკელები, რომლებმაც აშშ-ის კონგრესში მცირე უპირატესობა მოიპოვეს ბოლო შუალედური არჩევნების შედეგად, აპირებენ გააძლიერონ კონტროლი უკრაინაში იარაღის მიწოდებაზე, წერს The Washington Post.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო მზადება მომავალი ინსპექტირებისთვის: სახელმწიფო დეპარტამენტმა და პენტაგონმა ცოტა ხნის წინ გაიზიარეს გეგმები იმის შესახებ, თუ როგორ აპირებენ დააკვირდნენ თითქმის 20 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღს, რომელიც უკვე გაგზავნილია აშშ-დან უკრაინაში.

ზოგადად, ვაშინგტონში იყო კონსენსუსი, რომ გაზრდილი ზედამხედველობა სწორი იქნებოდა. თუმცა, მას აქვს სერიოზული შეზღუდვები, რის გამოც, პრაქტიკულად, ძნელად იქნება შესაძლებელი ყველა იარაღის სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხარვეზების გარეშე. ამიტომ, ბაიდენის ყველაზე შეურიგებელი რესპუბლიკელი კრიტიკოსები, სავარაუდოდ, უკმაყოფილონი დარჩებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics