|
2022-11-25 14:56:52, 1540 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსი ოკუპანტები ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ინფრასტრუქტურას რეგულარულად ბომბავენ
რუსი ოკუპანტები ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ინფრასტრუქტურას რეგულარულად ბომბავენ. ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ სტარუხმა განაცხადა. მისი თქმით, ოკუპაციაში მომუშავე ენერგეტიკოსებმა სწრაფად აღადგინეს ელექტრომომარაგება და შეაკეთეს ქსელი. „ოკუპანტები არ იძლევიან საშუალებას, რომ მე-5 ან მე-6 ბლოკი ამოქმედდეს ისე, როგორც „ენერგოატომს“ უნდა. ამ მიზნით რეგულარულად ბომბავენ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. გუშინწინ დააზიანა ხაზი, ატომურ ელექტროსადგურზე გენერატორები ისევ ჩაირთო, რამაც უზრუნველყო რეაქტორების აქტიური ზონის გასაგრილებლად საჭირო 130 მეგავატი“, - თქვა ხელმძღვანელმა. რაკეტების ნაწილი ღამით გაფრინდა რაიონულ ჰოსპიტალთან, სადაც არიან ფსიქიურად დაავადებულები და ექიმები - 270 ადამიანი, 60 ექიმი... საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, ევაკუაციის საკითხი მუშავდება“, - განაცხადა სტარუხმა. ცნობისთვის, 2022 წლის 4 მარტიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსი დამპყრობლების კონტროლის ქვეშ არის. ოკუპანტებმა ასევე აიღეს ატომური ელექტროსადგურის სატელიტური ქალაქი ენერგოდარი. ომის დაწყებიდან მოყოლებული, ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგური მუდმივად იბომბება, რის გამოც სადგური რეგულარულად ითიშება. 5 ოქტომბერს აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა "განკარგულება" ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მითვისების შესახებ .
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)