|
2022-11-25 12:47:14, 1875 ნახვა
მსოფლიო
ლუკაშენკო - თუ ვინმე თავს დაგვესხმევა, ვერც კი წარმოიდგენთ როგორ ვუპასუხებთ, ევროპაც კი შეძრწუნდება
ჩვენ არ დავიწყებთ „ბიძნური“, „სუფთა“, ატომური და ბირთვული ბომბის განხილვას, ისე ვუპასუხებთ, რომ მხოლოდ ევროპა არ შეძრწუნდება,- ამის შესახებ ბელარუსის დიქტატორმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ პრესასთან საუბრისას განაცხადა. ლუკაშენკოს განცხადებით, პასუხი მითიურ თავდასხმაზე, რომელზეც მან პირველად არ ისაუბრა, მოულოდნელი და ძლიერი იქნება, იმისთვის „ვისაც ეს სჭირდება“. „თუ უცებ ვინმე თავს დაგვესხმევა, მისმინეთ, ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ ვუპასუხებთ. ვისაც საჭიროა უკვე ვუთარი ამის შესახებ. აქ ჩვენ არ დავიწყებთ „ბიძნური“, „სუფთა“, ატომური და ბირთვული ბომბის განხილვას, ეს საკითხი არც კი განიხილება. ჩვენ ისე ვუპასუხებთ, რომ არა მარტო ევროპა შეძრწუნდება, ეს მხოლოდ ჩვენ არ ვართ, ეს არის ჩვენი შეთანხმებები რუსეთთან. ეს არის ჩვენი ჯარების საერთო დაჯგუფება“,- განაცხადა ლუკაშენკომ. შეგახსენებთ, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ 24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთის ჯარებს „მიაწოდა“ თავისი მიწა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრისთვის. თავდაპირველად ალექსანდრე ლუკაშენკომ თქვა, რომ ბელარუსი არ მონაწილეობდა რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ ოქტომბრის დასაწყისში მან აღიარა ბელარუსის მხარის მონაწილეობა საომარ მოქმედებებში. 10 ოქტომბერს ფსევდო-პრეზიდენტმა გამოაცხადა ბელარუსისა და რუსეთის ფედერაციის ჯარების ერთობლივი ჯგუფის განლაგება. მოგვიანებით ბელარუსის ტერიტორიაზე რუსი წვევამდელები ჩამოიყვანეს. ამასთან, ცოტახნის წინ ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა რეზოლუციაში, რომლითაც ევროდეპუტატები EU-სა და ევროკომისიას ბელარუსისთვის, სანქციების დაწესებას სთხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)