22:09 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-24 09:08:26, 1208 ნახვა

მსოფლიო
ბლინკენი - ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები უკრაინის მოსახლეობის სიცივესა და სიბნელეში დარჩენისკენაა მიმართული

უწყვეტი თავდასხმები ინფრასტრუქტურაზე მიმართულია იმისთვის, რომ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა სიცივესა და სიბნელეში დარჩეს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

როგორც მან Twitter-ზე დაწერა, რუსეთის აღნიშნული ტაქტიკა უკრაინისა და მისი პარტნიორების სიმტკიცეს ვერ დაარღვევს.

"უკრაინის მასშტაბით მილიონობით ადამიანი თავშესაფარშია, რადგან რუსეთმა ქვეყანა კიდევ ერთხელ დაბომბა რაკეტებით. ინფრასტრუქტურაზე უწყვეტი თავდასხმები მიმართულია იმისთვის, რომ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა სიცივესა და სიბნელეში დარჩეს. ეს შემზარავი ტაქტიკა ვერ დაარღვევს უკრაინისა და მისი პარტნიორების სიმტკიცეს", - წერს ბლინკენი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, რუსებმა გუშინ, 23 ნოემბერს კიევი კიდევ ერთხელ დაბომბეს. თავდასხმის შედეგად, დედაქალაქს წყლის მიწოდება შეუწყდა. მოსახლეობა ასევე ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ოკუპანტებმა 31 რაკეტა ისროლეს, მათგან 21 უკრაინულმა მხარემ ჩამოაგდო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics