|
2022-11-23 10:53:21, 1099 ნახვა
მსოფლიო
სომხეთში პუტინის ვიზიტისა და ОДКБ-ს სამიტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა
ერევანში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვიზიტისა და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტის წინ, ოპოზიციური პარტია "ეროვნულ-დემოკრატიული პოლუსის" ორგანიზებით, საპროტესტო აქცია გაიმართა. როგორც "რადიო თავისუფლების" სომხური ბიურო წერს, მსვლელობისას მონაწილეები სკანდირებდნენ „რუსეთი მტერია!“, "ОДКБ მტერია!". აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებების დროს, რუსეთმა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ სომხეთის დასახმარებლად არაფერი გააკეთეს. ოპოზიციური პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ОДКБ-ს წევრი არამეგობრული და „სომხეთისადმი მტრულად განწყობილი“ ქვეყნების ლიდერების, ამ შემთხვევაში კი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვიზიტს ღირსეული წინააღმდეგობა უნდა მოჰყვეს და აქციებს აანონსებენ. ცნობისთვის, ОДКБ-ს კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სხდომა სომხეთის დედაქალაქში დღეს, 23 ნოემბერს გაიმართება. ქვეყანაში უკვე ჩავიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, სომხეთში ელოდებიან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც. ყარაბაღის მეორე ომის დაწყების შემდეგ, ეს პუტინის პირველი ვიზიტი იქნება სომხეთში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)