|
2022-11-22 09:20:34, 1369 ნახვა
ომი უკრაინაში
არესტოვიჩი - პუტინი უკვე ჯადოქრებსა და ასტროლოგებს ეყრდნობა, ეს ჰიტლერის ბოლო დღეებს მაგონებს
რუსეთის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი სულ უფრო მეტად ეყრდნობა არა საკუთარ არმიას, არამედ შამანებს, ექსტრასენსებსა და ასტროლოგებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა მარკ ფეიგინთან ინტერვიუში განაცხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასასრულის წინასწარმეტყველება არღვევს ფსიქიკას, რაც მისივე თქმით, ადოლფ ჰიტლერის შემთხვევაში მოხდა და ვლადიმერ პუტინთან განმეორდება. "ასტროლოგების, შავი ჯადოქრების და ექსტრასენსების პოზიციების გაძლიერება პუტინის დაცვაში რაციონალური პოლიტიკის არასტაბილურობაზე მოწმობს. რუს მეფეებს არ ეპატიებათ წაგებული ომები. დასასრულის წინასწარმეტყველება არღვევს ფსიქიკას და საჭიროებს იმედს. რადგან სამხედროებს არ შეუძლიათ გაცემა. ასეთი იმედი შამანებს, ასტროლოგებსა და ოკულტისტებს შორის უნდა ეძებო. ასე იყო როგორც ადოლფ ჰიტლერში, ისე ვლადიმერ პუტინთან. მხოლოდ ეს არ დაეხმარება მას, როგორც წინამორბედს", - თქვა არესტოვიჩმა. არესტოვიჩმა ასევე დასძინა, რომ პუტინს მისტიკის იმედი აქვს და ასტროლოგებისა და ჯადოქრების გავლენის გაზრდა პუტინის დაცვაში ნიშნავს შიდა დაძაბულობის ზრდას რუსეთში. "სუროვიკინის არმიამ არ იმუშავა, სასწაული იარაღი - ირანული დრონები - არ იმუშავაა. ახლა ასტროლოგების ეტაპია. ეს კარგია. ეს მახსენებს ბოლო თვეებში მისი წინამორბედს (ჰიტლერი) ბუნკერში",- განაცხადა არესტოვიჩმა.
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)